71 წლის აზა ჩილაჩავას პირბადის ტარების გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს


ავტორი
Front News საქართველო
გაგრიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელსაც შსს საპროტესტო აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
პროცესს აზა ჩილაჩავა არ ესწრებოდა.
მანამდე კი მან განაცხადა, რომ რუსთაველზე სიარულს არ შეწყვეტს.
"მე დავდგები რუსთაველზე, არ შევწყვეტ სიარულს. ჩემი პროტესტი მე გამაჩნია, რადგან მე რუსებს არ მივიჩნევ მოყვარედ, მე რუსებს მივიჩნევ მტრად, მე ბევრი რამ ვნახე გაგრის აღების პერიოდში, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეყარნენ ჩვენი ჯარისკაცები, მოსახლეობა, როგორ წვავდნენ მოსახლეობას შიგნით - ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს და ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი მტერია.
ვერ გავჩერდები, სახლში არ დავრჩები, ამ საღამოსაც გავალ, მე ესენი ვერ შემაშინებენ", - განაცხადა აზა ჩილაჩავამ.
აზა ჩილაჩავას 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ.
თაგები:
გაფრთხილება

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა