9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან

ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან. მოქალაქეებმა ადგილზე 37 წლის წინ დაღუპულთა ფოტოები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეკრებილების თქმით, ისინი მემორიალთან ღამის გათენებას აპირებენ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
თაგები:
9 აპრილი




