Logo

9 აპრილის მემორიალთან ვითარება დროდადრო იძაბება

საზოგადოება
353
Frontnews image description

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ვითარება დროდადრო იძაბება.

ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ “ქართული ოცნების” სხვადასხვა წარმომადგენლებს.

აქციის მონაწილეებმა მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს სტუ-ის რექტორს დავით გურგენიძესაც.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფი.

მოქალაქეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. ისინი ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მათ სიმბოლურად 04:00 საათზე 9 აპრილს დაღუპულთა სულებისთვის ილოცეს და ფიცი დადეს. რუსთაველზე აქცია ახლაც გრძელდება და დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტილია.

Advertisement