90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა. იგი მათ არწმუნებდა, რომ მიღებულ მოგებას შესაბამისი სარგებლის სახით გადასცემდა, ხოლო შეტანილ ძირითად თანხას დაუბრუნებდა.
აღნიშნული პირობით მოქალაქეებმა მას სხვადასხვა ოდენობის თანხა გადასცეს, თუმცა დაკავებულმა შეთანხმება არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ 90 500 ლარს.
პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე იმერეთის რეგიონში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





