აბაშაში 25 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

გაზიარება
ავტორი
Frontnews საქართველო
აბაშაში, სოფელ ქოლობანში 25 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა თავს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.





