
ავტორი
Front News საქართველო
აბაშაში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აბაშაში, სოფელ მარანში, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ჩასაწერად მისულ ჟურნალისტ ემა გოგოხიას და არხის ოპერატორს “ქართული ოცნების” შტაბის წევრები დაუპირისპირდნენ.
ჟურნალისტის ემა გოგოხიას თქმით, თეა წულუკიანი აბაშის კულტურის სახლში ვიზიტის შემდეგ, “ოცნების” დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის სახლში საქეიფოდ მიდიოდა, “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი მას ჩასაწერად სწორედ იქ გაჰყვა.
გზაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მანქანიდან გადმოვიდნენ და სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყეს, რომელიც შემდეგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ისინი “მთავარი არხისთვის” ამჯერად კამერის წართმევას ცდილობდნენ.
ფაქტს თვალს ადევნებდნენ ასევე სამართალდამცველები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს