
ავტორი
Front News საქართველო
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა გაიხსნა. ახალ სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სკოლის გახსნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და აბაშის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი პერტენავამ მიულოცეს. პირველკლასელებს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კომპიუტერები გადაეცათ.
65 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. აღჭურვილია ახალი ინვენტარით, სკოლაში მოწყობილია კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი, დამონტაჟდა ცენტრალიზებული გათბობის და წყალმომარაგების სისტემები. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. მაცხოვრისკარის სკოლაში კეთილმოეწყო ეზო და ღია სპორტული მოედანი. პროექტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
“ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საგანმანათლებლო სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. ახალ სასწავლო წელს რეგიონში 4 ახალი და 10 სრულად რეაბილიტირებული სკოლით ვხვდებით. ახალ სკოლებს შორისაა აბაშაში, მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა, აქ აქამდე არსებული სკოლა ავარიული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის დღეს კი თანამედროვე სტანდარტების სკოლაში უწევთ მოსწავლეებს განათლების მიღება. ამჟამად კი რეგიონში ხორციელდება სამი ახალი სკოლის მშენებლობა“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს