
ავტორი
Front News საქართველო
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან მაკალათიამ დატოვა თანამდებობაც და საკრებულოს წევრის მანდატი.
მისი თქმით, დატოვა საკრებულო, თუმცა რჩება „ქართული ოცნების“ წევრად და მხარდამჭერად.
“ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ამოვწურე ჩემი თავი. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტიც. დავტოვე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი და საკრებულოც, მაგრამ ვრჩები პარტია „ქართული ოცნებაში“ როგორც წევრი და მხარდამჭერი“, – აცხადებს მაკალათია საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 3 დეკემბერს აირჩიეს.
თაგები:
აბაშა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს