აბასთუმანში 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
აბასთუმანში 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ცხედარი 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტყეში ნახეს.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





