
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ნივთის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ე.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს