
ავტორი
Front News საქართველო
მთის სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს. მთა ჩირუხში გამართულ სამედიცინო აქციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად დაესწრო.
სამედიცინო კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე.
ავადობის კვლევის პროგრამის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება და დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებითა და დიაგნოსტიკური კვლევებით სარგებლობს. სამედიცინო ბრიგადაში ჩართულნი არიან ოჯახის ექიმი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი და ოფთალმოლოგი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მედიკამენტების პაკეტიც გადაეცემათ.
სერვისი ხელმისაწვდომია მაღალმთიანი აჭარის 7 მთასა და 11 მაღალმთიანი სოფლის ამბულატორიაში.
პროგრამას - „აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უკვე მესამე წელია ახორციელებს. მიმდინარე წელს პროგრამის განხორციელებას რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.
თაგები:
აჭარა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს