
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს.
"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. ასევე, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფდნენ მომსახურების მსურველ მამაკაცთა მოზიდვას, მათგან პროსტიტუციით გამომუშავებული თანხების მიღებას და განაწილებას.
პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 პირი ბრალდებულის სახით დააკავა და 12 ობიექტი დახურა.
სამართალდამცველებმა ობიექტებზე დასაქმებული ქალები გამოკითხვისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს