Logo

აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს მოქალაქეები დააკავეს

სამართალი
579
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს მოქალაქეები: 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. და 1984 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს. 

დანაშაული თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი,  სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს.  

პოლიციამ ორივე მათგან ბრალდებულის სახით დააკავა. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement