Logo

Logo

აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა

რეგიონები
Frontnews image description

აჭარის მაღალმთიან რაიონებში მემთეურთა ჯანმრთელობის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი სამედიცინო აქცია გომის მთაზე გაიმართა, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა.

პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და მერიის წარმომადგენლები.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას ემსახურება მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს კონსულტაციებს, დიაგნოსტიკურ კვლევებს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიწოდებას.

პროგრამა „აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა“ უკვე მესამე წელია ხორციელდება. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილია 18 გასვლითი სამედიცინო ვიზიტი, რომელთა განხორციელებას ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.


თაგები:

აჭარა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები