Logo

აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

რეგიონები
243
Frontnews image description

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.

კომისიის რეკომენდაციით ფინანსურ დახმარებას ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, ასევე ეკომიგრანტების დახმარება აჭარის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2025 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად 8 მილიონ ლარამდე გამოიყო.

თაგები:

აჭარა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები