Logo

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
99
Frontnews
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების, ტურიზმის განვითარების და კულტურისა და განათლების სფეროებში ერთობლივი პროექტების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

ტურიზმის მიმართულებით ყურადღება გამახვილდა აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე, ვიზიტორთა ნაკადების ზრდის ხელშეწყობასა და პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაზე.

მხარეებმა ბიზნესწრეებს შორის კავშირების გაძლიერების, ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ამ პროცესში რეგიონებსა და ქალაქებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების როლსაც.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა თანამშრომლობის გაფართოების მყარ საფუძველს ქმნის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები