Logo

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული "ხინოწმინდობა" მიულოცა

რეგიონები
194
Frontnews
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული "ხინოწმინდობა" მიულოცა

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

"ხინოწმინდობასთან" დაკავშირებით, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი არქიმანდრიტმა ევდემოზმა აღავლინა.

ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ და ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა მამა ევდემოზმა მიულოცეს.

მისასალმებელ სიტყვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხინოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხეობაში ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ხინოწმინდობა“ დღეს განსაკუთრებულად აღინიშნება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამ ულამაზეს ხეობაში. წლიდან წლამდე აქ სულ უფრო მეტი ადამიანი და ოჯახი იკრიბება. სწორედ ხინოს უკავშირდება ქობულეთში მცხოვრები მრავალი გვარის წარმოშობა - აქ არის ჩვენი ძალა, სულიერება და იდენტობა. დღეს კი ერი და ბერი, მრევლი და ადგილობრივი მოსახლეობა ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მემკვიდრეობა“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან აღინიშნება, მიმდინარე წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ “ხინოწმინდობის” პროგრამის ფარგლებში  ჩატარდა  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "პატრიარქი ილია II და საქართველო“. ასევე, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ “ჭეშმარიტი ხინოწმინდელის” სიგელით ხეობის საპატიო  წარმომადგენელი, ავთანდილ ბეჟანიძე დააჯილდოვა.

ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები და ბათუმის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები