Logo

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა

რეგიონები
735
Frontnews
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროგრამების მიმდინარეობა, დაგეგმილი პროექტების შესრულება და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონის საკანონმდებლო რგოლის უფლებამოსილებების ფარგლებში, დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოვლენილ საჭიროებებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

ზურაბ პატარაძემ მმართველი პარტიის კურსის შესაბამისად რეგიონში დაგეგმილ ინიციატივებზე და აქტუალური საკითხებისადმი სტრატეგიულ მიდგომებზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკით გრძელდება რეგიონის აღმშენებლობა და ქვეყნის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

"ჩვენი სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს აკეთებს რეგიონისა და ქვეყნის გასაძლიერებლად. გონივრული პოლიტიკისა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რომ ღირსეულად მივდივართ წინ. ჩვენი ძალა ხალხის ნდობა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა.

ვაგრძელებთ წარმატებული პროექტების განხორციელებას. თქვენი მხარდაჭერითა და გვერდში დგომით აჭარის მთავრობა ამ პროცესებში მაქსიმალურად ჩართულია" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც რეგიონის სტაბილური განვითარებისა და თითოეული მოქალაქის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღების მთავარი საწინდარია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები