
ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარისა და გურიის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 22 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინეს.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მოწყობილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და საქმიანობდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მასშტაბურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთდროულად ჩატარდა ჩხრეკა 22 ლოკაციაზე, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის კონვერტაციისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.
ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
საგამოძიებო სამსახური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს