“ადამიანის უფლებათა ცენტრი” – #6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი შიმშილობს


ავტორი
Front News საქართველო
#6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი შიმშილობს, – ინფორმაციას “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს.
“#6 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი შიმშილობს, დაწესებულებაში არსებული დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო, მსჯავრდებულთა ინფორმაციით არა აქვთ სამედიცინო მომსახურება და იმყოფებიან გაუსაძლის მდგომარეობაში დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გამო.
მსჯავრდებულები გინებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას აპროტესტებენ და ითხოვენ მდგომარეობის გამოსწორებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი დღეს იმყოფებოდა 6 პენიტენციურ დაწესებულებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს