ადგილობრივი მედიის ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
TOLOnews-ის ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. პრეზიდენტთან ერთად მისი თანაშემწეები არიან. ასევე ვრცელდება ცნობები ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰის გაქცევის შესახებ.
ღანის ავღანეთიდან წასვლაზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, AlJazeera-ს ცნობით კი, პრეზიდენტი ტაჯიკეთში გაემგზავრა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში არიან და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან. მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს „ქაბულის მშვიდობიანად გადასაცემად და ძალაუფლების გადასაბარებლად“ აწარმოებენ.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ, რის შემდეგაც აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 23 უკვე „თალიბების“ ხელშია.
14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა, პირველ მაისს კი ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.
თაგები:
ავღანეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს