Logo

ადვოკატების ინფორმაციით, გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

სამართალი
344
Frontnews image description

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო.

 

ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოსამართლე ზვიად შარაძე ხელისუფლების დავალებებს ასრულებს, მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ვადა და დროში გააჭიანუროს ადვოკატებისთვის სარეზოლუციო ნაწილის გადაცემა იმისთვის, რომ გრიგორიადისმა საპატიმრო დაწესებულებაში მეტი დრო გაატაროს.

 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 12 აპრილს სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

Advertisement