
ავტორი
Front News საქართველო
ალექსანდრე ელისაშვილი შემდეგ სასამართლო სხდომას დაესწრება და მიეცემა საშუალება, რომ მონაწილეობდეს საქმის არსებით განხილვაში, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციითა და კონვენციით არის გარანტირებული ბრალდებულის უფლებამოსილება, რომ უშუალოდ მიიღოს საქმეში მონაწილეობა.
"ქალბატონმა მოსამართლემ ითანამშრომლა და დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ალექსანდრე ელისაშვილი შემდეგ სასამართლო სხდომას დაესწრება და მიეცემა საშუალება, რომ მონაწილეობდეს საქმის არსებით განხილვაში.
კონსტიტუციითა და კონვენციით არის გარანტირებული ბრალდებულის უფლებამოსილება, რომ უშუალოდ მიიღოს საქმეში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია მისი პოზიციის მოსმენა და საქმის იმ ეტაპებს, რომელიც არის მტკიცებულებათა გამოკვლევა, უშუალოდ ესწრებოდეს და ადევნებდეს თვალს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სასამართლოზე გამოიკვლევა", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
გიორგი რეხვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს