Logo

ადვოკატი - ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება წარმოადგენს და გაამყარებს იმ ბრალს, რაც წაყენებული აქვს ბაჩო ახალაიას

სამართალი
136
Frontnews image description

ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება წარმოადგენს და გაამყარებს იმ ბრალს, რაც წაყენებული აქვს ბაჩო ახალაიას იმიტომ, რომ არ არსებობს არც მყარი არგუმენტი და არც მტკიცებულება, რითაც ბაჩო იძლევა კონკრეტულ დავალებებს, მითითებებს, ან არსებობს რაიმე ჩანაწერი ან ვიდეო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გია გოროზიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ობიექტური სასამართლოს პირობებში ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

"მან აღნიშნა, რომ რაიმე სახის პრეტენზია პირადად მას არ გააჩნია ბაჩოს მიმართ, რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, თუ რა არის ბაჩოსთან მიმართებაში, მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, თუ რა მტკიცებულებები არის მის მიმართ და უშუალოდ რა შემხებლობაშია ბაჩო ახალია წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით.

რა რაოდენობის პროცესიც არ უნდა ჩატარდეს ბაჩოს საქმეზე, პირდაპირ გეტყვით, რომ შეუძლებელია ობიექტური სასამართლოს პირობებში ბაჩოს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. 

ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება წარმოადგენს და გაამყარებს იმ ბრალს, რაც წაყენებული აქვს ბაჩო ახალაიას იმიტომ, რომ არ არსებობს არც მყარი არგუმენტი და არც მტკიცებულება, რითაც ბაჩო იძლევა კონკრეტულ დავალებებს, მითითებებს, ან არსებობს რაიმე ჩანაწერი ან ვიდეო", - განაცხადა გია გოროზიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები