ადვოკატი - ჩვენი პოზიცია იყო, რომ საბა სხვიტარიძე აღნიშნულ ქმედებაში არის სრულიად უდანაშაულო და ის უნდა გამართლდეს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი პოზიცია არ იყო მუხლის ცვლილება მხოლოდ, ჩვენი პოზიცია იყო, რომ საბა სხვიტარიძე აღნიშნულ ქმედებაში არის სრულიად უდანაშაულო და ის უნდა გამართლდეს, - ამის შესახებ დაკავებული საბა სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შეცვალა კვალიფიკაცია.
"ჩვენ გვყავდა წარმოდგენილი ათეულობით მოწმე, ვიდეოჩანაწერები საათობით, სქემა ისე იყო აწყობილი, რომ შეუძლებელია, საბა სხვიტარიძეს სცოდნოდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ვინაიდან ჩვენ გამოვითხოვეთ "ქორთიარდ მერიოტის" ჩანაწერი, რომელიც ტელეეკრანებზე გაშვებულ ვიდეოჩანაწერებს წუთობრივად და წამობრივად შევადარეთ, მივხვდით და ყველამ გავაანალიზეთ, რომ შეუძლებელი იყო საბა სხვიტარიძეს ამ ადამიანებთან სიტყვიერი კონტაქტი ჰქონოდა ვიდეოჩანაწერების თანახმად.
ბრალდების მხარემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შეცვალა კვალიფიკაცია, ვინაიდან, თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
იმის ნაცვლად, რომ საბა სხვიტარიძეს 11 წელი ჰქონოდა განსაზღვრული სასჯელად, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინა პატიმრობას.
საბოლოოდ, ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც სასამართლოში საბა სხვიტარიძის საქმე გამოცხადდება დაუსაბუთებლად და მოსამართლე გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრ საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
თაგები:
ირაკლი ჩომახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს