Logo

ადვოკატი - დაკავების საფუძველი რაც გახდა, ჯუანშერ ბურჭულაძე უდანაშაულოა ამ დანაშაულში

სამართალი
125
Frontnews image description

ბრალდება ჯერ არ წარსდგენია ოფიციალურად, მაგრამ დაკავების საფუძველი რაც გახდა, ის უდანაშაულოა ამ დანაშაულში, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას ის არ ჩაუდენია, რასაც გამოძიება ედავება.

"ბრალდება ჯერ არ წარსდგენია ოფიციალურად, მაგრამ დაკავების საფუძველი რაც გახდა, ის უდანაშაულოა ამ დანაშაულში, ეს არ ჩაუდენია. აბსურდია იმ საქმის მასალებიდან, რაც ჩვენთვის ცნობილია. ბრალდების შემდეგ დანარჩენ მასალასაც გაგვაცნობენ და უფრო დეტალურად შემდეგ შეგვიძლია საუბარი", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მითითებით, ხელოვნურად გაზარდეს ფასი და მილიონ 333 ათასი ლარით უფრო ძვირად შეისყიდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი. იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა 544 ათას ევროდ ესპანეთში სახლი შეიძინა. უკანონო ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა მიზნით კი გააფორმა სესხის და ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულებები წყნეთში უძრავი ქონების გასხვისების შესახებ.

Advertisement