
ავტორი
Front News საქართველო
დღესვე გვეცოდინება პასუხი, ვის მიმართ გააკეთებენ საპროცესო შეთანხმებას და ვის მიმართ არსებითად დასრულდება ამ საქმის განხილვა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია, ვლადიმერ ღუდუშაურს დააკისრებენ თუ არა ზიანის ანაზღაურებას.
"ვლადიმერ ღუდუშაურის სახელით მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. დღეს ბრალდების მხარე ამბობს დასკვნით სიტყვას და სავარაუდოდ, დღესვე გვეცოდინება პასუხი, ვის მიმართ გააკეთებენ საპროცესო შეთანხმებას და ვის მიმართ არსებითად დასრულდება ამ საქმის განხილვა.
ზიანის ანაზღაურების ნაწილთან დაკავშირებით, ჩვენ განცხადებაში არ მიგვითითებია იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესზეც გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ ღუდუშაურს არანაირი თანხა არ შეხვედრია ამ თანხიდან, შესაბამისად, ჩვენ შევიტანეთ განცხადება პირობით მსჯავრზე და გირაოს შეფარდებულ თანხაზე, დანარჩენი უკვე პროკურატურაზეა დამოკიდებული, ზიანის თანხას დააკისრებენ თუ არა", - განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან. ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს