
ავტორი
Front News საქართველო
ელისო კილაძე არ აღიარებს დანაშაულს, ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება საერთოდ არ განიხილება, - ამის შესახებ ელისო კილაძის ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ელისო კილაძის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.
"ელისო კილაძე არ აღიარებს დანაშაულს - ბრალს, რომელიც მის წინააღმდეგაა წარდგენილი, ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება საერთოდ არ განიხილება. რაც შეეხება სასამართლო გამოძიებას, 99 მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიაში, ჩვენც - დაცვის მხარესაც გვყავს მტკიცებულების გამოკვლევის სტადიაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ და შემდეგ ალბათ, მოგვეცემა ამის საშუალება, რომ ყველა მოწმე, რომელიც ბრალდების მხარეს ეკუთვნის, გამოკითხული იქნება სასამართლო პროცესზე.
ეს არის ირიბი მტკიცებულება ელისო კილაძის წინააღმდეგ, პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. დაკავების დღიდან - ის დააკავეს 18 თებერვალს, 20 თებერვლიდან მას ყოველ 2 თვეში ეკრძალება პაემანი და მიმოწერა. გუშინ მივიღეთ პროკურორის მესამე დადგენილება, სადაც მას 2 თვით კიდევ აეკრძალა და დასაბუთება არის ასეთი, რომ როგორც ცნობადმა სახემ, შესაძლოა, ზემოქმედება და ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე და ამის გამო იხურება პროცესები. საინტერესოა, თუკი ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომელიც უტყუარია და იძლევა იმის საფუძველს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, რატომ არ სურთ, რომ გაიხსნას პროცესები და საჯაროდ განიხილონ ყველაფერი ?!", - განაცხადა ნათია კოტრიკაძემ.
ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ელისო კილაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს