ადვოკატი - გამოცხადდება სასამართლოში თვითონ და გადაწყვეტს, დააფიქსირებს თუ არა თავის პოზიციას


ავტორი
Front News საქართველო
გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა შეიცვალოს გირაოთი, ვინაიდან არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ მიქაუტაძე იყოს პატიმრობაში ამ ეტაპზე,- ამის შესახებ დაკავებული რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რომეო მიქაუტაძე გამოცხადდება სასამართლოში თვითონ და გადაწყვეტს, დააფიქსირებს თუ არა თავის პოზიციას.
"გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა შეიცვალოს გირაოთი, ვინაიდან არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ მიქაუტაძე იყოს პატიმრობაში ამ ეტაპზე, შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას. ის მტკიცებულებები, რაც მოპოვებული აქვს ბრალდების მხარეს, არ ადასტურებს იმ ბრალდებას, რაც წარდგენილი აქვს მას. გამოცხადდება სასამართლოში თვითონ და გადაწყვეტს, დააფიქსირებს თუ არა თავის პოზიციას, როგორც ბრალთან, ისე სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. არა, პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებს აღნიშნულ საქმეს", - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.
გამოძიების ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. აღნიშნული კი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
რომეო მიქაუტაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს