ადვოკატი - გიორგი ბაჩიაშვილი იქნება პროცესზე და თუ საჭიროდ მიიჩნევს, განცხადებასაც გააკეთებს


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი ბაჩიაშვილი იქნება პროცესზე და თუ საჭიროდ მიიჩნევს, განცხადებასაც გააკეთებს, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მტკიცებულებების გამოკვლევა საქმეზე დაწყებულია უკვე რამდენიმე პროცესია.
"მტკიცებულებების გამოკვლევა საქმეზე დაწყებულია უკვე რამდენიმე პროცესია, შესაბამისად, დღეს ბრალდების მხარე ვის წარმოადენს, ჩვენთვის უცნობია. რაც შეეხება თავად გიორგი ბაჩიაშვილს, იქნება პროცესზე და თუ საჭიროდ მიიჩნევს, განცხადებასაც გააკეთებს.
რაც შეეხება პოზიციას, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ჩამოვყალიბდებით და არ არის გამორიცხული, შეიძლება ნაწილობრივ, რაღაც მტიცებულებები არასადაოდაც იყოს მიჩნეული.
თუ გადავწყვეტთ, რომ გახდეს გარკვეული მტკიცებულებები არასადავო, ეს ცხადია, პროცესზე გაცხადდება”, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ მიმდინარე წლის 2 მარტს დატოვა.
თაგები:
ლევან მახარაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს