ადვოკატი - მას აქვს თავისა და სახის მიდამოებში, დაახლოებით 30-ზე მეტი დაზიანება და წარმოუდგენელია, ერთი წაქცევით ეს მიეღო


ავტორი
Front News საქართველო
მას აქვს თავისა და სახის მიდამოებში, დაახლოებით 30-ზე მეტი დაზიანება და წარმოუდგენელია, ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო, - ამის შესახებ გარდაცვლილი პატიმრის იოსებ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, პატიმრის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში საპატიმრო დაწესებულების თანამშრომლების ხელი ურევია.
"გამოძიება მიმდინარეობს, დაახლოებით ოთხი თევა, მაგრამ არანაირი შედეგი არაა. არავისთვის არც ბრალი წაუყენებიათ, არც დაუკავებიათ და სისხლის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა, პირიქით, გამოძიებას აქვს ის ვერსია, რომ სავარაუდოდ, იოსებ გორგაძე წაიქცა და მიიღო ეს დაზიანებები.
მას აქვს თავისა და სახის მიდამოებში, დაახლოებით 30-ზე მეტი დაზიანება და წარმოუდგენელია, ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო. წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გაეკეთებინათ ეს. ამაში, სავარაუდოდ, გარეულია დაწესებულების თანამშრომლების ხელი, ისე ფიზიკურად შეუძლებელია.
ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს "ვივამედის" კლინიკაში, შემდეგ კლინიკამ ამასთან დაკავშირებით გასცა ოფიციალური დოკუმენტაცია, მათ შორის სამედიცინო ისტორია და ფორმა ასი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ არანაირი ინსულტი და ინსულტის ნიშნებიც კი არ ჰქონდა ამ ადამიანს", - განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე გარდაიცვალა.
თაგები:
იოსებ გორგაძე

ხათუნა ხოფერია – ამერიკისთვის უკრაინასაც და საქართველოსაც საზარბაზნე ხორცზე მეტი ფასი არა აქვს, რას მოუტანს მეორე ფრონტი საქართველოს ეს მათ საერთოდ არ აღელვებთ

“პარტიის დაშლის კიდევ ერთი ფაქტორი ბოკერიას კრახი გახდა, რის გამოც მის დამფინანსებელს ახალი პროექტი დასჭირდა, ამ პროექტს შეიძლება ახალი კოალიციის სახე მიეღო, სადაც შევიდოდნენ: ჯაფარა, ლიაკა და ნიკა მელია”

ბინის მიტაცება, მუქარა, ფსიქოლოგიური ძალადობა – რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები თბილისში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინიდან აღარ გადიან