Logo

Logo

ადვოკატი - ყველა შემთხვევაში ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა

სამართალი
Frontnews image description

სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს და როგორც თვითონ საქმის სიმძიმე გვაჩვენებს, ყველა შემთხვევაში ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, - ამის შესახებ ვერაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძის ადვოკატმა ირაკლი აბსანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა დღეს წაუყენებს ბრალს.

"ჯერჯერობით ბრალდებულის პოზიციები არ ვიცი, საქმის მასალებს არ გავცნობივარ. ბრალის დადგენილება საერთოდ გამოტანილია თუ არა, ესეც არ ვიცი და რა ბრალი ექნება წარდგენილი ესეც არ ვიცი. თუ ვიმსჯელებთ იმას, რომ გუშინ არის დაკავებული, ბრალი დღეს ყველა შემთხვევაში უნდა წარედგინოს. 

სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს და როგორც თვითონ საქმის სიმძიმე გვაჩვენებს, ყველა შემთხვევაში ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მე მოვითხოვ თუ არა ამას, თვითონ სისხლის სამართლის საქმე განსაზღვრავს და საჭირო ვალდებულებაა ამისი, რომ შემდგომში  თვითონ ბრალდებას არ წარმოეშვას პრობლემები. ოჯახსაც არ ეცოდინება არის შეზღუდულქმედითუნარიანი, თუ არ არის. იარაღები, როგორც ვიცი, რეგისტრირებული აქვს მას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს რეგისტრირებული იარაღი", - განაცხადა ირაკლი აბსანიძემ.  

ვერაზე 42 წლის მამაკაცმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის გამვლელი ქალი. ერთი დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები