ადვოკატი - რა თქმა უნდა, ეს უკანონოა, ირაკლი ოქრუაშვილი აქ იყო, პროცესზე თავისი ნებით მოვიდა


ავტორი
Front News საქართველო
რა თქმა უნდა, ეს უკანონოა. იმპერატიულად კანონი არ ითხოვს, თუკი ადამიანი არ იმალება, მაინცდამაინც პატიმრობით შეცვლილიყო გირაო, - ამის შესახებ დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოქრუაშვილი არ მიმალულა და არც არაფერი დაურღვევია და მხოლოდ გირაოს გადაუხდელობის გამო გაუშვეს ციხეში.
"ირაკლი ოქრუაშვილს გირაო ჰქონდა შეფარდებული, არ გადაიხადა ეს გირაო, მაგრამ იმპერატიულად კანონი არ ითხოვს, თუკი ადამიანი არ იმალება, მაინცდამაინც პატიმრობით შეცვლილიყო გირაო.
რა თქმა უნდა, ეს უკანონოა. ადამიანი აქ იყო, პროცესზე თავისი ნებით მოვიდა, არაფერს არ არღვევს და იმ ფორმალობის გამო, რომ გირაო არ გადაიხადა, აუცილებლად პატიმრობაში უშვებენ", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
თაგები:
მამუკა ჭაბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს