Logo

ადვოკატი - რატომ ჭრიან ამ ვიდეოებს?! რაც მათ აწყობთ, იმას აქვეყნებენ და ეს ყოვლად მიუღებელია

სამართალი
1 დღის წინ / 14:02
Frontnews image description

რატომ ჭრიან ამ ვიდეოებს?! რაც მათ აწყობთ, იმას აქვეყნებენ და ეს ყოვლად მიუღებელია. ისიც დასადგენია, ამ ვიდეოში მონტაჟის კვალი ხომ არაა და ჩარევების, - ამის შესახებ გარდაცვლილი პატიმრის იოსებ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა, რა ვიდეომასალაც გამოაქვეყნა იოსებ გორგაძის საქმესთან დაკავშირებით, არ არის სრულყოფილი.

"პენიტენციურმა სამსახურმა რაც გამოაქვეყნა იოსებ გორგაძის საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ვიდეომასალა არ არის სრულყოფილი. გამოაქვეყნონ სრულყოფილად ეს ვიდეომასალები. 

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ნაწილობრივ გამოაქვეყნეს და რატომ ნაწილობრივ? რატომ არა სრულად? იმიტომ, რომ გამოძიებას აქვს ეს ვიდეომასალა ამოღებული და უნდა გამოაქვეყნონ თავიდან ბოლომდე.

რატომ ჭრიან ამ ვიდეოებს?! რაც მათ აწყობთ, იმას აქვეყნებენ და ეს ყოვლად მიუღებელია. ისიც დასადგენია, ამ ვიდეოში მონტაჟის კვალი ხომ არაა და ჩარევების", - განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

იუსტიციის სამინისტრომ გარდაცვლილი პატიმრის იოსებ გორგაძის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სამინისტროს განმარტებით, ბრალდებულის მიმართ ზეწოლას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში“ დაზიანებებით იყო გადაყვანილი, რომელიც 3-თვიანი კომის შემდეგ 5 მაისს გარდაიცვალა.

Advertisement