
ავტორი
Front News საქართველო
ბატონი მიქაუტაძე თანახმაა, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, თუ იქნება მისაღები პირობები. ამ ეტაპზე არანაირი პირობა არ შემოუთავაზებიათ, - ამის შესახებ რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რომეო მიქაუტაძემ მიმართა განცხადებით პროკურატურას, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ.
"ვითხოვთ იმავეს, რასაც ვითხოვდით პირველ ინსტანციაში - სრულად გამართლებას, რაც შეეხება ვადებს, გაურკვეველია.
ბატონი მიქაუტაძე თანახმაა, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება, თუ იქნება მისაღები პირობები. ამ ეტაპზე არანაირი პირობა არ შემოუთავაზებიათ. ყველასთვის ყველაზე მისაღები პირობა გათავისუფლებაა, თუმცა ამაზე არ ყოფილა ჯერ საუბარი, ვინაიდან, აქამდე არც მისულა საქმე. ბატონმა რომეომ მიმართა განცხადებით პროკურატურას, ჯერ პასუხი არ მიგვიღია.
ჩვენ არ ვიცით, რა გეგმები აქვს პროკურატურას", - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ რომეო მიქაუტაძეს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა ორი წლის ვადით.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს