Logo

ადვოკატი – საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაადო პიროვნებამ, ვისაც გოგაშვილი და მისი ოჯახი კონკრეტულ გადაცდომებში ადანაშაულებს

სამართალი
330
Frontnews image description

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაადეს. 

 

ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის თქმით, საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაადო პიროვნებამ, ვისაც იოსებ გოგაშვილი და მისი ოჯახი ადანაშაულებს კონკრეტულ გადაცდომებსა და შეიძლება ითქვას, დანაშაულის ჩადენაშიც კი. 

 

“ეს არის ბატონი ღამბაშიძე. მან გამოიტანა წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მასალებს დადგებოდა გრიფი “საიდუმლო”. არ არსებობდა გრიფით საიდუმლოს დადების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ვფიქრობ, რომ ის დარღვევები რომ არ გამოჩენილიყო სააშკარაოზე, რომელიც არსებობს სოსო გოგაშვილის დაკავებასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, სწორედ ამის გამო მოხდა საქმის სრულად გრიფირება”, – აცხადებს ჩინჩალაძე.

Advertisement