ადვოკატი შოთა მანელიძე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატი შოთა მანელიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.
როგორც შოთა მანელიძემ Front News-ს განუცხადა, უმნიშვნელოვანესია კიდევ უფრო გაძლიერდეს ადვოკატთა კორპუსის როლი მართლმსაჯულების სისტემაში, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მარწმუნებელს, მისი დამცველის მეშვეობით შეძლოს სამართლებრივი და სამართლიანი მაქსიმალური შედეგების მიღწევა.
“უპირველეს ყოვლისა უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებმაც გულწრფელი ნდობა გამომიცხადეს! ადვოკატთა ასოციაცია ნიშნავს ჩვენი თითოეული ადვოკატისთვის მტკიცე და შეუვალ ზღუდეს, ყოველი ადვოკატის დიდი მხარდაჭერის ინსტიტუციას. ადვოკატთა ასოციაციის მთავარი ამოცანაა, ყველა კეთილსინდისიერი ადვოკატის უფლებების განუხრელი დაცვა, რაც წარმოადგენს ჩვენი გუნდის ახლად არჩეული წევრების უმთავრეს პრიორიტეტს”, - განუცხადა შოთა მანელიძემ Front News-ს.
ადვოკატთა ასოციაციაში დღეს ახალი თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა, გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტური ჩატარდება. დღევანდელ კრებაზე აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს.
თაგები:
შოთა მანელიძე




