ადვოკატი – თაღლითობასთან დაკავშირებით გავასაჩივრებთ და იგივე შედეგი დადგება


ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ ამ ეტაპზე სახე შეუნარჩუნა ბრალდებას, რომ გამართლება ძალიან ცუდი იქნებოდა მათთვის, – ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს განაჩენის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებულები ფულის გათეთრების საქმეში გამართლებულები არიან, თათლითობის საქმე, რომლის განხილვაც კი არ მომხდარა, გასაჩივრებდა და იგივე შედეგი დადგება.
“პროკურატურის მტკიცებულებები დაირღვა, რადგამ აქ თაღლითობის განხილვა არ მომხდარა, ამ სასამართლო სხდომაზე. თაღლითობას ჭირდება დაზარალებული, რომლის შესახებ პროკურატურამ ბოლო სხდომაზე რეპლიკის დროს დაიწყო ლაპარაკი. დაზარალებული, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს თიბისი ბანკი, პროკურატურამ მოხსნა მოწმეთა სიიდან და არ მოიყვანა პროცესზე.
ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ სასაამართლომ ამ ეტაპზე, სახე შეუნარჩუნა ბრალდებას, რომ გამართლება ძალიან ცუდი იქნებოდა მათთვის. ფაქტობრივად, გამართლებული არის ფულის გათეთრების ნაწილში, თაღლითობასთან დაკავშირებით გავასაჩივრებთ და იგივე შედეგი დადგება”, – განაცხადა კორძაძემ.
სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს