ადვოკატი - თუ ლაშა ბერიძე რამის თქმას ჩათვლის საჭიროდ, სასამართლოში იტყვის


ავტორი
Front News საქართველო
აღიარების კუთხით მას არანაირი პოზიცია, რომ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, არ დაუდასტურებია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს ის, რომ ამ ეტაპზე არ გავაკეთოთ არანაირი კომენტარი, - ამის შესახებ დაკავებული ლაშა ბერიძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლაშა ბერიძეს ბრალი დღეს ოფიციალურად გააცნეს.
"მას ოფიციალურად გააცნეს ბრალდება, გამომძიებელი იყო შემოსული. ლაშა ბერიძის პოზიცია არის ამ ეტაპზე, რომ არ გავაკეთოთ არანაირი კომენტარი, სანამ დეტალურად არ გავერკვევით საქმის ვითარებაში, აქ იგულისხმება სისხლის სამართლის საქმის მასალები და ასევე, ნებისმიერი საკითხი, რაც ზოგადად არის ამ საქმესთან დაკავშირებული.
აღიარების კუთხით მას არანაირი პოზიცია, რომ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, არ დაუდასტურებია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს ის, რომ ამ ეტაპზე არ გავაკეთოთ არანაირი კომენტარი.
სასამართლოში მოვა თვითონ და თუკი რაიმეს თქმა უნდა, რასაც ჩათვლის საჭიროდ, რამის თქმა მოუნდება მოსამართლის წინაშე, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებს. ამ ეტაპზე მე დღეს საჯაროდ ვერაფერს განვაცხადებ", - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
მისივე თქმით, ლაშა ბერიძე 4 ოქტომბერს რუსთაველზე დააკავეს.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თაგები:
ლაშა ბერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს