
ავტორი
Front News საქართველო
ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.
“ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავ. თუ საჭიროება დადგება, შესაძლოა, გაფორმდეს კიდეც, ეს ჩემი ჩემი გადასაწყვეტი არაა, გადაწყვეტილება რომეო მიქაუტაძემ უნდა მიიღოს, ის ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს, თუ გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე საერთოდ არ გვქონია საუბარი. არც პროკურატურიდან არ წამოსულა ინიციატივა და არც რომეო მიქაუტაძეს მოუცია მითითება, რომ პროკურატურისთვის მიმემართა",- განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს