Logo

"ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულს დაზიანებები ციხის თანამშრომლებმა მიაყენეს, რეალობას არ შეესაბამება"

სამართალი
243
Frontnews
"ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულს დაზიანებები ციხის თანამშრომლებმა მიაყენეს, რეალობას არ შეესაბამება"

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ ლაშა ჩხაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მსჯავრდებულ ჩაჩანიძის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები არაერთხელ არის ასახული პენიტენციური დაწესებულების სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებში.

ერთ-ერთი ასეთი პროვოკაციული ქმედება მან 2026 წლის 2 ოქტომბერს, 23:21 საათზე განახორციელა, როდესაც საკნის ფანჯრის მინა ჩაამტვრია და სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულს რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. მას დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ დაუყოვნებლივ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

მომხდარი ფაქტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, უზრუნველყო შესაბამისი მასალის დაარქივება და საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა.

ზემოაღნიშნული ფაქტისა და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებების გათვალისწინებით, მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. შესაბამისად, მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულს დაზიანებები ციხის თანამშრომლებმა მიაყენეს, რეალობას არ შეესაბამება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსჯავრდებულ  ლაშა ჩაჩანიძის განცხადებით, ციხეში ბადრაგების გარდა სპეცრაზმმაც სცემა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები