
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი "ევროპის უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორს რაულ ქირიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტებისა და ადვოკატების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი სასწავლო ღონისძიებებისა და სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.
მხარეებმა მზადყოფნა გამოხატეს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩარჩოს და იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს