
ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კრიტიკულად გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს "თეთრი არწივის" ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
მისი თქმით, ვარშავასა და კიევს შორის ნებისმიერი საჯარო დაპირისპირება არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში დესტრუქციულია და მხოლოდ აგრესორი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებს.
ტუსკმა ორივე პრეზიდენტს მოუწოდა, გამოიჩინონ საღი აზრი და შეწყვიტონ დიპლომატიური სკანდალის ესკალაცია.
"პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს. პრეზიდენტების ზელენსკის და ნავროცკის ამოცანაა ემოციების შეკავება და არა დაძაბულობის ესკალაცია. ფრონტის ხაზი სხვა ადგილზე გადის", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
19 ივნისს, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ნავროცკიმ განმარტა, გადაწყვეტილება მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის "უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე.
ნავროცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და პოლონეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ზელენსკის ჯილდო 2023 წლის აპრილში ანჯეი დუდამ გადასცა. ნავროცკის შესაძლო გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და იხსენებდა, რომ გერმანიის ყოფილ კანცლერს გერჰარდ შრედერს კვლავ ეკუთვნის ეს ორდენი. გარდა ამისა, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II და იტალიელი ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი კვლავაც რჩებიან პოლონეთის თეთრი არწივის ორდენის მფლობელებად.
ნავროცკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა და მას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. მისივე თქმით, ამ პირობებში ვერ ხედავს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს 2022 წლის ოქტომბერში მონიჭებული პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო და მას მალე პოლონეთს დაუბრუნებს.
თაგები:
დონალდ ტუსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს