Logo

აღდგომის ღამეს რუსთაველზე დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
1305
Frontnews image description

რუსთაველის გამზირზე, აღდგომის ღამეს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, – ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს.

“5 დღე მიუსაჯეს ჩემს უპატიოსნეს და უწესიერეს ქმარს ტროტუარზე დგომისთვის! ვიღაცა მერე მეტყვის, არა უშავს მთავარია მეტი არ მიუსაჯესო.

არ იქნება სამართალი!

არ იქნება მშვიდობა!” – წერს ნათია ბუკია.

გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე 20 აპრილს რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით დააკავეს.

Advertisement