Logo

Air China თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს

ბიზნესი-ეკონომიკა
800
Frontnews image description

უმსხვილესი  ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს.

 

ავიაკომპანია თბილისი – ურუმჩის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800-ით შეასრულებს.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს  შორის  შეხვედრა გაიმართა.

 

Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს. 

 

თაგები:

ფრენები
Advertisement