
ავტორი
Front News საქართველო
კეზერაშვილს ჩაუვარდა “პროექტი მელია“ და ახლა ცდილობს “პროექტი ვაშაძე” გააკეთოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილის გეგმის მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ისეთი ლიდერი უნდა მოვიდეს, რომელიც პოლიტიკური წონით გიორგი ვაშაძეს ვერ გადაფარავს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა მოვიდეს ისეთი ლიდერი, რომელიც აქტივობით შეიძლება, მაგრამ პოლიტიკური წონით ვერ გადაფარავს გიორგი ვაშაძეს. რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება იმ სამეულთან უნდა მოხდეს. ეს ტაქტიკურად, სხვათაშორის, არასწორად გათვლილი არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც მიიღებს ფორმას „ნაციონალებთან გაერთიანებად“, ბიძინა ივანიშვილს გაუადვილებდა მომავალში საქმეს. ახლა დაიწყო პროცესი ისე, თითქოს სამია ინიციატორი და მასთან უნდა მივიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ოღონდ „ნაციონალური მორაობა“ იმდენად მსხვილი პარტიაა თავისი მასშტაბით, თავისი ამომრჩევლით, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება წამყვანი, ამიტომ მას უნდა ყავდეს ისეთი ლიდერი, რომელიც ოთხეულში თუ ხუთეულში რომ დაჯდება, იქ აუცილებლად უპირატესობა უნდა იყოს გიორგი ვაშაძის“, – განაცხადა ბობოხიძემ.
თაგები:
აკაკი ბობოხიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს