
ავტორი
Front News საქართველო
მთავარი საუბარი ამ რამდენიმე საათში იყო ის, თუ როგორ მოვახდინოთ და მოვახერხოთ, რომ ქვეყანა ამ რთული ვითარებიდან გამოვიყვანოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა აკაკი მინაშვილმა მიხეილ სააკაშვილთნ შეხვედრიას შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი თავისუფლებაშეზღუდულია, ის ქვეყნის პრობლემებზე ფიქრობს.
“მთავარი საუბარი ამ რამდენიმე საათში იყო ის, თუ როგორ მოვახდინოთ და მოვახერხოთ, რომ ქვეყანა ამ რთული ვითარებიდან გამოვიყვანოთ. რა მომავლის ხედვა უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, რა პირობები უნდა იყოს იმისათვის, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ კარგად და ბედნიერად და როგორ მივაღწიოთ ამას. ეს იყო, საუბრის მთავარი თემა.
მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს თავისუფლება შეზღუდული, რომ მას არ აქვს კარგი პირობები, მისი მთავარი საფიქრალი და მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს მხნეობა, რაც აქვს, გამოიყენოს ქვეყნისთვის”,- განაცხადა მინაშვილმა,
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მინაშვილის თქმით, ფიზიკურად სუსტად არის, მაგრამ მხნედ გამოიყურება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს