
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ძირეული ცვლილებები, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, რაზეც თანხმდებიან, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაა.
“ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ძირეული ცვლილებები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანა ამოვიდეს ამ ჭაობიდან და დაიწყოს განვითარება. ყველამ ვიცით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, ოღონდ “ქართული ოცნების” გაყალბების მექანიზმებისა და ბერკეტების გარეშე. კონკრეტული გეგმა არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ამაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, თითოეული მოქალაქის გააქტიურება და ჩართვა, პოლიტიკურ პროცესში. პროტესტის ფორმების გამოხატვა, მათ შორის სხვადასხვანაირი სახით, ძირითადად, რა თქმა უნდა ქუჩაში”, – განაცხადა მინაშვილმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადმოყვანის შემდეგ მიხეილ საკაშვილის მონახულების შესაძლებლობა დეპუტატებს ამ დრომდე არ ეძლეოდათ, მინაშვილი პირველი დეპუტატია, ვინც დღეს ექსპრეზიდენტის მონახულება შეძლო.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს