
ავტორი
Front News საქართველო
ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაბინძურებულ სანაპირო ზოლს დილიდან ასუფთავებენ. ადგილზე მუშაობს რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და მობილიზებულია ბათუმის ბულვარისა და შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლები. შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა ახალი ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც არსებული საბაღე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი.
“სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმზეა გადასული საქალაქო მუნიციპალური სამსახურები და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები. ამ ეტაპისათვის მნიშვნელოვანი ზარალი არ გვაქვს, თუმცა, დაზიანებული მცირე საპარკე ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიურლად უმოკლეს დროში მოხდება“- განაცხადა ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო ლაზიშვილმა.
სრულმასშტაბიანი გაწმენდითი ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში დასრულდება. ამ დროისათვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა არ ფიქსირდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს