ახალ წელს კვებითი ინტოქსიკაციის 41 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა დაფიქსირდა


ავტორი
Front News საქართველო
ახალ წელს კვებითი ინტოქსიკაციის 41, ხოლო ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაციის 12 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში და საჭირო გახდა 3 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კი კვებითი ინტოქსიკაციის 29 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 12 ადამიანი.
ცენტრის ცნობით, სადღესასწაულო პერიოდში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 97 თბილისში დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 20 პაციენტი. მათი ინფორმაციით, რეგიონებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 40 ადამიანი.
თაგები:
ახალი წელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს